კრეატიულობა – ლათინური ტერმინია, რომელიც ითარგმნება როგორც ”ხელოვნება”, ან ”შექმნა არაფრისგან”.
კრეატიულობის განსხვავება ხელოვნებისაგან
ბევრი ფიქრობს, რომ ”ხელოვნება” და ”კრეატიულობა” — სინონიმებია, რაც მცდარი აზრია. ხელოვნების პროცესი დამყარებულია ავტორის შთაგონებაზე, მის შესაძლებლობებსა და ტრადიციებზე; მაგრამ თუ კრეატიულ პროცესზე ვიმსჯელებთ, მაშინ მის მთავარ შემადგენელს პრაგმატული ელემენტი წარმოადგენს; ე. ი. პირველადი გაგება იმისა, თუ რატომ უნდა შევქმნათ რამე, ვისთვის უნდა შევქმნათ, როგორ უნდა შევქნმათ, და რა უნდა შევქმნათ.ამ კითხვებზე პასუხის ცოდნა და სამუშაოს შესაბამისი პრინციპით აწყობა მაქსიმალურად ეფექტურად წარმოგვიდგენს ირგვლივმყოფი ხალხის მუშაობის შედეგს. როგორც წესი, მხატვრები, კომპოზიტორები, მწერლები და სხვა დანარჩენი ხელოვანი ხალხი არ უსვამს თავის თავს ამ შეკითხვებს და უბრალოდ ქმნიან თავიანთი განწყობითა და ემოციებით. ამიტომაც ხელოვნება სულაც არ არის კრეატიულობა.ხელოვნება ყოველთვის პირველადი და ფუნდამენტალურია, თუმცა კრეატიულ პროდუქტში ის პრაგმატულ მიზანს ექვემდებარება.
No comments:
Post a Comment